lსიტყვა “რენესანსი” ფრანგული წარმოშობისაა და ნიშნავს ,,აღორძინებას” ,,ხელმეორედ დაბადებას”მასში ანტიკური ხელოვნების ტრადიციებისა და იდიალების აღორძინება იგულისხმება. შუა საუკუნეების მანძილზე ეპოქამ ეს დიადი კულტურული მემკვიდრეობა თითქოს მიივიწყა. ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში ანტიკური ტაძრები და ქანდაკებები ულმობლად ნადგურდებოდა. ახალი რელიგია შეუბრალებლად ებრძოდა ძველს,მაგრამ მე15 საუკუნეში მდგომარეობა შეიცვალა, მოდაში შემოვიდა ანტიკური მედლების, მონეტების, კერამიკისა და ქანდაკებების შეგროვება.
lრენესანსის კულტურის გავრცელების საფუძველი ჰუმანისტური ფილოსოფია იყო, რომელიც მე14 საუკუნეში წარმოიშვა და ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. ამ მოძღვრების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება პიროვნულ განვითარებაზე, თვითრეალიზაციაზე, პიროვნულ თავისუფლებაზე.
No comments:
Post a Comment