lმიქელანჯელო მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული,ის გახლდათ მოქანდაკე, არქიტექტორი, პოეტი და ა.შ.
lწმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობა აღორძინების უდიდესმა არქიტექტორმა ბრამანტემ დაიწყო, თუმცა ტაძრის დასრულება და გუმბათის პროექტი მიქელანჯელოს ეკუთვნის.
l130 მეტრის სიმაღლის არის წმ. პეტრის ტაძარი. ტაძარში ფრესკები არ არის, აქ ყველაფერი მოზაიკაა, ვატიკანის ტერიტორიაზე მე16 საუკუნის ტაძარი კონსტანტინიანეს დროინდელ ბაზილიკაზეა აგებული, ფართობი იმდენად დიდია,რომ ერთდროულად 60000 ადამიანს იტევს.
lტაძარში ყველა შემსვლელი, წმინდა პეტრეს ქანდაკებას ფეხზე ეხება. წირვა-ლოცვა ტაძრის ოთხივე მხარეს ტარდება, ახსარების ჩაბარება მრავალ ენაზეა შესაძლებელი.
lქრისტე პეტრეს კლდეს უწოდებს და ხელში გასაღებს აძლევს, კათოლიკური სამყარო სწორედ წმ. პეტრეს მიიჩნევს სასუფევლის გასაღების მფლობელად.რომის პაპები კი მის მემკვიდრეებად ითვლებიან.
lტაძარი სიწმინდეების გარდა მდიდარია ხელოვნების ნიმუშებით: უძველესი მადონა და მიქელანჯელოს უნიკალური პიეტა, დატირება. ტაძარში არის რომის პაპების აკლდამები.
l წმ. პავლეს საფლავიც რომში, მისივე სახელობის უდიდეს ბაზილიკაშია, ის იმპერატორმა ნერონმა ტაძრიდან ორ კილომეტრში აწამა. ცხედარი ამ ადგილას მისმა მოწაფეებმა მოაბრზანეს, ერთ-ერთი სიწმინდე ნეირონის მედალიანი ჯაჭვი, რომლითაც წმინდანს ხელები შეუკრეს აქვე ინახება.
No comments:
Post a Comment