Monday, May 30, 2011

ტიტანთა სამეული

ლეონარდო ! რაფაელი ! მიქელანჯელო ! _ სწორუპოვარი სამეული !

სამივეს ცხოვრება და მოღვაწეობა წარიმართა XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე. ენგელსის თქმით “ეს იყო საუკუნე, რომელიც საჭიროებდა ტიტანებს და რომელმაც შვა ტიტანები_აზრის, მისწრაფებისა და ხასიათის, მრავალმხრივობისა და განსწავლულობის ტიტანები”.

ლეონარდო და ვინჩი – 1452-1519 წწ. (გარდაიცვალა 67 წლის ასაკში)

რაფაელ სანტი – 1483-1520 წწ. (გარდაიცვალა 37 წლის ასაკში)

მიქელანჯელო დი ლიონარდო დი ბუონაროტი – 1475 წლის 6 მარტი -1564 წლის 17 თებერვალი. (გარდაიცვალა 89 წლის ასაკში)
ლეონარდო – მხატვარია და არქიტექტორი, მექანიკოსი და ინჟინერი, ანატომი და ბუნებისმეტყველი, მწერალი და მუსიკოსი. ეს უნივერსალური ადამიანი წვდება ხელოვნებისა და მეცნიერების ყველა დარგს. ვაზარის თქმით – ლეონარდო, ესაა ღვთიური მადლით სხივმოსილი გენია, რომელშიც ჰარმონიულად შეზავებულა მშვენიერება, გრაცია დანიჭი, ამიტომ რა მხარესაც შეეხებოდა, ყველგან ყოველივეს შუქი მოეფინებოდაო.

მიქელანჯელოც ხომ პირველია მხატვრობაში, ხუროთმოძღვრებაში, ქანდაკების ხელოვნებაში?! აგებს სამხედრო სიმაგრეებს, წერს ბრწყინვალე ლექსებს.

ლეონარდო უფრო რთულია, უფრო უნივერსალური, უფრო მრავალმხრივი…
მიქელანჯელო - უფრო ძალუმი, მრისხანე, მონუმენტური, დასრულებული…

ლეონარდოს ბრალსაც კი სდებდნენ იმაში, რომ მეტისმეტი მათემატიკური სიზუსტე შემოიტანაო ხელოვნებაში, მეტისმეტად მოუსვენარი და დაუდევარიაო, ყველაფერს ჰკიდბს ხელს და არაფერი მიჰყავს ბოლომდეო…
რაფაელი – რომელსაც პაპმა წმინდა პეტრეს ტაძრის შენებაც კი დააკისრა, ავტორია რომის პირველი არქეოლოგიური აღწერისა. სწორედ მასზეა ნათქვამი: სიცოცხლეში ღმერთებს ეშინოდათ არ გვაჯობოსო, სიკვდილის შემდეგ კი ჩვენც არ მოვკვდეთო.

ლეონარდოსა და მიქელანჯელოს უზენაესმა შემოქმედა წელთა სიმრავლე უბოძა რათა თავისი ძალა ეჩვენებინა, რაფაელს კი ეს სიკეთე დააკლო, ვაითუ გადამაჭარბოსო.

თუ ჰარმონიის გრძნობით ლეონარდოს ვერავინ შეედრება, მიქელანჯელო ძალის განსახიერებაა, რაფაელი კი, კეთილშობილური მშვენიერების ნაზი გენია, მართლაც რაფაელია!

Saturday, May 7, 2011

მიქელანჯელოს “პიეტა”


ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებულ ქრისტეს ქანდკების სანახავად
l არაჩვეულებრივი ქანდაკების სახელი პიეტა, სინანულს ნიშნავს. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს შთამბედავი ქანდაკება არაერთი მხატვრის შეგონების წყაროდ იქცა. ხელოვნების ეს შედევრი ტოსკანის თეთრ მარმალოშია გამოკვეთილი. მისი ავტორი მიქელანჯელო, ამ ქანდაკების შექმნისას 1499 წელს, მხოლოდ25 წლისა იყო.

წმ. პეტრეს ტაძარი

lმიქელანჯელო მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული,ის გახლდათ მოქანდაკე, არქიტექტორი, პოეტი და ..
lწმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობა აღორძინების უდიდესმა არქიტექტორმა ბრამანტემ დაიწყო, თუმცა ტაძრის დასრულება და გუმბათის პროექტი მიქელანჯელოს ეკუთვნის
l130 მეტრის სიმაღლის არის წმ. პეტრის ტაძარი. ტაძარში ფრესკები არ არის, აქ ყველაფერი მოზაიკაა, ვატიკანის ტერიტორიაზე მე16 საუკუნის ტაძარი კონსტანტინიანეს დროინდელ ბაზილიკაზეა აგებული, ფართობი იმდენად დიდია,რომ ერთდროულად 60000 ადამიანს იტევს.
lტაძარში ყველა შემსვლელი, წმინდა პეტრეს ქანდაკებას ფეხზე ეხება. წირვა-ლოცვა ტაძრის ოთხივე მხარეს ტარდება, ახსარების ჩაბარება მრავალ ენაზეა შესაძლებელი.
lქრისტე პეტრეს კლდეს უწოდებს და ხელში გასაღებს აძლევს, კათოლიკური სამყარო სწორედ წმ. პეტრეს მიიჩნევს სასუფევლის გასაღების მფლობელად.რომის პაპები კი მის მემკვიდრეებად ითვლებიან.
lტაძარი სიწმინდეების გარდა მდიდარია ხელოვნების ნიმუშებით: უძველესი მადონა და მიქელანჯელოს უნიკალური პიეტა, დატირება. ტაძარში არის რომის პაპების აკლდამები.
l წმ. პავლეს საფლავიც რომში, მისივე სახელობის უდიდეს ბაზილიკაშია, ის იმპერატორმა ნერონმა ტაძრიდან ორ კილომეტრში აწამა. ცხედარი ამ ადგილას მისმა მოწაფეებმა მოაბრზანეს, ერთ-ერთი სიწმინდე  ნეირონის მედალიანი ჯაჭვი, რომლითაც წმინდანს ხელები შეუკრეს აქვე ინახება. 
lტაძრის კედელზე 265 პაპის სურათია, მოქმედი ბენედიქტ მე16ის შემდეგ ცარიელი ადგილებია დატოვებული, ლეგენდის მიხედვით როდესაც ამ კედელზე პაპების სურათებისთვის განკუთვნილი ჩარჩოები ამოიიწურება, სამყაროს დასასრულია ნაწინასწარმეტყველები. ასეთი ადგილი ჯერჯერობით 27 დარჩა.. 

მიქელანჯელო ბუანაროტი


lმე15 საუკუნის მიჯნაზე აღორძინების ხელოვნებამ იტალიაში უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.
lსწორედ ამ ეპოქამ შუა რენესანსის ,,ტიტანები_ასე უწოდებენ ამ დროს მოღვაწე სამ უდიდეს მხატვარს: ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი და მიქელანჯელო.
მიქელანჯელო მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული,ის გახლდათ მოქანდაკე, არქიტექტორი, პოეტი და .. მაგრამ მისი შემოქმედების მთავარი გმირი ყოველთვის ადამიანი, მისი გმირობა , განცდები და ტრაგედია იყო.

lსიტყვა რენესანსი ფრანგული წარმოშობისაა და ნიშნავს ,,აღორძინებას,,ხელმეორედ დაბადებას”მასში ანტიკური ხელოვნების ტრადიციებისა და იდიალების აღორძინება იგულისხმება. შუა საუკუნეების მანძილზე ეპოქამ ეს დიადი კულტურული მემკვიდრეობა თითქოს მიივიწყა.  ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში ანტიკური ტაძრები და ქანდაკებები ულმობლად ნადგურდებოდა. ახალი რელიგია შეუბრალებლად ებრძოდა ძველს,მაგრამ მე15 საუკუნეში მდგომარეობა შეიცვალა, მოდაში შემოვიდა ანტიკური მედლების, მონეტების, კერამიკისა და ქანდაკებების შეგროვება.
lრენესანსის კულტურის გავრცელების საფუძველი ჰუმანისტური ფილოსოფია იყო, რომელიც მე14 საუკუნეში წარმოიშვა და ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. ამ მოძღვრების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება პიროვნულ განვითარებაზე, თვითრეალიზაციაზე, პიროვნულ თავისუფლებაზე.

Tuesday, April 12, 2011

როგორ შეიქმნა ხელოვნება, საიდან იღებს დასაბამს და აქვს თუ არა დასასრული, დასასრული თუ არა, წერტილი სადაც ყველა ხელოვანის შთაგონება საბოლოო თავს იყრის და ერთ სივრცეში ერთიანდება?  თუ მათემატიკური რიცხვთა წრფის არ იყოს, უსასრულოა? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ არ არსებობს. ადამიანის შთაგონებას საზღვარი არ აქვს და ისეთივე უსასრულოა, როგორც ჰორიზონტზე გაშლილი ოკეანე. ასეა თუ ისე, ხელოვნების ისტორია მეცნიერთა ერთ-ერთ საჯიჯგნს. ნიჭთა გაქანების საშუალებას წარმოადგენს, უფრო მეტიც მას მთელი ერთი დარგიც, ხელოვნებათმცოდნეობა მიუძღვნეს. სწორადაც მოიქცნენ, ხელოვანის სულის ტკივილს თუ ვერ ჩასწვდებიან, ეპოქას მაინც გააცოცხლებენ, თუ სრულად ვერა, რაღაც ნაწილს მაინც. ჰოდა, ხელოვნების ისტორიაც იწყება პრეისტორიული ხანიდან და 21 საუკუნესაც მოიცავს. ისევე როგორც პიკასოს, ფიროსმანის და სხვათა ქმნილებებში, თვით პალეოლითის პერიოდის გამოქვაბულებში აღმოჩენილი პრიმიტიულ ქმნილებებშიც ადამიანის შთაგონებას, კრეატივს   აღმოაჩენთ. ისე ხელოვნებათმცოდნეობას თურმე სუბიექტურობას სწამებენ და არც თუ უსაფუძვლოდ, განა მშვენიერების აღქმა ინვივიდან ინდივიდამდე არ განსხვავდება? – რა თქმა უნდა ჩვენ ყველას ჩვენი აღქმა გვაქვს სილამაზისა. ისე კლოდ მონეს ერთხელ უთქვამს: ” როგორ დაინახავს ადამიანი დამოკიდებულია დაკვირვებისა და ასახვის ძლიერ უნარზე. ამიტომაც ჩვენ უნდა უნდა ჩავწვდეთ სიღრმეებს და დაუღალავად ვეძიოთ”.  

Monday, April 4, 2011

ბიბლიოგრაფია

http://samxedro-istoria.blogspot.com/2011/03/blog-post_30.html

საიდუმლო სერობა

 საიდუმლო სერობა (იტ. Cenacolo, L'Ultima Cena) - ლეონარდო და ვინჩის ფრესკა, რომელზეც იესო ქრისტეს უკანასკნელი ვახშამია გამოსახული თავის მოწაფეებთან ერთად. ფრესკა 1495-1498 წლებში შეიქმნა დომინიკანელთა მონასტერ სანტა-მარია-დელე-გრაციში, მილანში.
ფრესკის ზომებია 450X870 სმ და გამოსახულია მონასტრის სატრაპეზოს კედელზე. ფრესკის თემა ტრადიციულია მსგავსი ადგილებისთვის. "საიდუმლო სერობის" საწინააღმდეგო მხარეს გამოსახულია სხვა მხატვრის მიერ შესრულებული ფრესკა.Fფრესკის დახატვა ლეონარდოს ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ და მისმა მეუღლემ ბეატრიჩე დ,ესტემ შეუკვეთეს. "საიდუმლო სერობაზე" მუშაობა 1495 წლიდან 1498 წლამდე გრძელდებოდა, თუმცა ამ პერიოდში საქმე რამდენჯერმე შეჩერდა. მუშაობის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან მონასტრის არქივი თითქმის მთლიანად განადგურდა, ხოლო გადარჩენილ ნაწილში ამის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
ამ ნახატმა მსოფლიო მხატვრობაში ახალი სიტყვა თქვა, რადგან გამოყენებულია პერსპექტივის კანონები და ჩრდილების ეფექტი, რომელმაც ახალი გზა გაუხსნა დასავლეთევროპულ მხატვრობას. ლეონარდო "საიდუმლო სერობას" პირდაპირ მშრალ კედელზე ხატავდა და არა სველ ბათქაშზე, ამიტომ ამ ნახატს შეიძლება არც ეწოდოს ფრესკა, რადგან ის შესრულებულია ფრესკის ხატვის წესები გარეშე. ლეონარდო და ვინჩი კედელზე ფისს უსმევდა და მასზე ტემპერით ხატავდა. ასეთი მეთოდის შედეგად ფრესკამ დასრულებიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ დაიწყო დაზიანება.
"საიდუმლო სერობის" ცენტრში იესო ქრისტეა გამოსახული, ხოლო მის ორივე მხარეს მოციქულები მარცხნიდან მარჯვნივ: ბართლომე, იაკობ ალფესი, ანდრია, იუდა ისკარიოტელი, პეტრე, იოანე, თომა, იაკობ ზებედეს ძე, ფილიპე, მათე, იუდა იაკობის ძე და სიმონი. ითვლება, რომ ფრესკაზე გამოსახულია მომენტი, როდესაც იესო ქრისტე აცხადებს, რომ 12 მოციქულიდან ერთ-ერთი გასცემს მას და ასახულია მოწაფეთა ხასიათი და სახის გამომეტყველება ამ სიტყვების შემდეგ. იუდას პერსონაჟი ამ ნახატში ყველაზე საინტერესოა, რადგან ის გამოსახულია არა ისე, როგორც ამას სხვა მხატვრები ხატავდნენ (მაგიდის ბოლოში ან ძალიან გამოკვეთილ ადგილზე, ზოგი კი მას საერთოდ არ ხატავდა), არამედ ის ბართლომეს, იაკობ ალფესისა და ანდრიას შემდეგ ზის, ქრისტესთან ახლოს. მას ხელში პატარა ქისა უჭირავს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ისაა გამცემელი. მოციქულ პეტრეს ხელში დანა უჭირავს, რითაც ლეონარდო და ვინჩი მიგვანიშნებს გეთსიმანიის ბაღში მომხდარ სცენაზე, როდესაც პეტრემ დანით ყური ჩამოათალა ქრისტეს ერთ-ერთ შემპყრობელს. იესო ქრისტე პურზე და ღვინოზე მიუთითებს, იმავე დროს როცა იუდაც პურისკენ იწვდის ხელს, ხოლო ბიბლიის მიხედვით გამყიდველი ის იყო, ვინც მასთან ერთად ჩააწობდა პურს და შეჭამდა. იესოს ფიგურა ისეა გამოკვეთილი, რომ პირველივე შეხედვაზე იპყრობს ყურადღებას. მისი თავი პერსპექტივის ცენტრს იკავებს, სადაც თავს იყრის პერსპექტივის ყველა ხაზი. ნახატზე გამოკვეთილია ქრისტიანული რწმენის მთავარი სიმბოლოს, სამების მნიშვნელობა: მოციქულები სამ-სამად სხედან მაგიდასთან, იესო ქრისტეს უკან სამი სარკმელია, იესო ქრისტეს ფიგურის კონტურები სამკუთხედს ქმნიან. შუქი, რომელიც მთელ სცენას ანათებს, გამოდის არა სამი სარკმელიდან, რომელიც მაგიდის უკან არის, არამედ მარცხენა კედლის ფანჯრიდან.
საიდუმლო სერობა იტალიური რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ნიმუშად ითვლება და ლეონარდოს შემოქმედების ბრწყინვალე შედევრია. ეს ფრესკა მეტია ვიდრე უბრალოდ ნახატი, რადგან მეცნიერები მასზე მუდმივად მუშაობენ და ცდილობენ ამოხსნან იტალიელი გენიოსის ნამუშევრის საიდუმლოებები.

Monday, March 21, 2011

ხელოვნება

რატომ ავირჩიე ხელოვნება? მიყვარს და მაინტერესებს... ლამაზი ლექსის, საინტერესო მოთხრობის, ჯადოსნური მუსიკალური ბგერებისა და საოცარი ფერების მიღმა შეეცადეთ ჩაწვდეთ და ჩაფიქრდეთ კიდეც, რისი თქმა სურდა ამა თუ იმ ნაწარმოების ავტორს, რას გვასწავლის, რაზე მიგვანიშნებს იგი...