Monday, May 30, 2011

ტიტანთა სამეული

ლეონარდო ! რაფაელი ! მიქელანჯელო ! _ სწორუპოვარი სამეული !

სამივეს ცხოვრება და მოღვაწეობა წარიმართა XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე. ენგელსის თქმით “ეს იყო საუკუნე, რომელიც საჭიროებდა ტიტანებს და რომელმაც შვა ტიტანები_აზრის, მისწრაფებისა და ხასიათის, მრავალმხრივობისა და განსწავლულობის ტიტანები”.

ლეონარდო და ვინჩი – 1452-1519 წწ. (გარდაიცვალა 67 წლის ასაკში)

რაფაელ სანტი – 1483-1520 წწ. (გარდაიცვალა 37 წლის ასაკში)

მიქელანჯელო დი ლიონარდო დი ბუონაროტი – 1475 წლის 6 მარტი -1564 წლის 17 თებერვალი. (გარდაიცვალა 89 წლის ასაკში)
ლეონარდო – მხატვარია და არქიტექტორი, მექანიკოსი და ინჟინერი, ანატომი და ბუნებისმეტყველი, მწერალი და მუსიკოსი. ეს უნივერსალური ადამიანი წვდება ხელოვნებისა და მეცნიერების ყველა დარგს. ვაზარის თქმით – ლეონარდო, ესაა ღვთიური მადლით სხივმოსილი გენია, რომელშიც ჰარმონიულად შეზავებულა მშვენიერება, გრაცია დანიჭი, ამიტომ რა მხარესაც შეეხებოდა, ყველგან ყოველივეს შუქი მოეფინებოდაო.

მიქელანჯელოც ხომ პირველია მხატვრობაში, ხუროთმოძღვრებაში, ქანდაკების ხელოვნებაში?! აგებს სამხედრო სიმაგრეებს, წერს ბრწყინვალე ლექსებს.

ლეონარდო უფრო რთულია, უფრო უნივერსალური, უფრო მრავალმხრივი…
მიქელანჯელო - უფრო ძალუმი, მრისხანე, მონუმენტური, დასრულებული…

ლეონარდოს ბრალსაც კი სდებდნენ იმაში, რომ მეტისმეტი მათემატიკური სიზუსტე შემოიტანაო ხელოვნებაში, მეტისმეტად მოუსვენარი და დაუდევარიაო, ყველაფერს ჰკიდბს ხელს და არაფერი მიჰყავს ბოლომდეო…
რაფაელი – რომელსაც პაპმა წმინდა პეტრეს ტაძრის შენებაც კი დააკისრა, ავტორია რომის პირველი არქეოლოგიური აღწერისა. სწორედ მასზეა ნათქვამი: სიცოცხლეში ღმერთებს ეშინოდათ არ გვაჯობოსო, სიკვდილის შემდეგ კი ჩვენც არ მოვკვდეთო.

ლეონარდოსა და მიქელანჯელოს უზენაესმა შემოქმედა წელთა სიმრავლე უბოძა რათა თავისი ძალა ეჩვენებინა, რაფაელს კი ეს სიკეთე დააკლო, ვაითუ გადამაჭარბოსო.

თუ ჰარმონიის გრძნობით ლეონარდოს ვერავინ შეედრება, მიქელანჯელო ძალის განსახიერებაა, რაფაელი კი, კეთილშობილური მშვენიერების ნაზი გენია, მართლაც რაფაელია!

Saturday, May 7, 2011

მიქელანჯელოს “პიეტა”


ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებულ ქრისტეს ქანდკების სანახავად
l არაჩვეულებრივი ქანდაკების სახელი პიეტა, სინანულს ნიშნავს. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს შთამბედავი ქანდაკება არაერთი მხატვრის შეგონების წყაროდ იქცა. ხელოვნების ეს შედევრი ტოსკანის თეთრ მარმალოშია გამოკვეთილი. მისი ავტორი მიქელანჯელო, ამ ქანდაკების შექმნისას 1499 წელს, მხოლოდ25 წლისა იყო.

წმ. პეტრეს ტაძარი

lმიქელანჯელო მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული,ის გახლდათ მოქანდაკე, არქიტექტორი, პოეტი და ..
lწმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობა აღორძინების უდიდესმა არქიტექტორმა ბრამანტემ დაიწყო, თუმცა ტაძრის დასრულება და გუმბათის პროექტი მიქელანჯელოს ეკუთვნის
l130 მეტრის სიმაღლის არის წმ. პეტრის ტაძარი. ტაძარში ფრესკები არ არის, აქ ყველაფერი მოზაიკაა, ვატიკანის ტერიტორიაზე მე16 საუკუნის ტაძარი კონსტანტინიანეს დროინდელ ბაზილიკაზეა აგებული, ფართობი იმდენად დიდია,რომ ერთდროულად 60000 ადამიანს იტევს.
lტაძარში ყველა შემსვლელი, წმინდა პეტრეს ქანდაკებას ფეხზე ეხება. წირვა-ლოცვა ტაძრის ოთხივე მხარეს ტარდება, ახსარების ჩაბარება მრავალ ენაზეა შესაძლებელი.
lქრისტე პეტრეს კლდეს უწოდებს და ხელში გასაღებს აძლევს, კათოლიკური სამყარო სწორედ წმ. პეტრეს მიიჩნევს სასუფევლის გასაღების მფლობელად.რომის პაპები კი მის მემკვიდრეებად ითვლებიან.
lტაძარი სიწმინდეების გარდა მდიდარია ხელოვნების ნიმუშებით: უძველესი მადონა და მიქელანჯელოს უნიკალური პიეტა, დატირება. ტაძარში არის რომის პაპების აკლდამები.
l წმ. პავლეს საფლავიც რომში, მისივე სახელობის უდიდეს ბაზილიკაშია, ის იმპერატორმა ნერონმა ტაძრიდან ორ კილომეტრში აწამა. ცხედარი ამ ადგილას მისმა მოწაფეებმა მოაბრზანეს, ერთ-ერთი სიწმინდე  ნეირონის მედალიანი ჯაჭვი, რომლითაც წმინდანს ხელები შეუკრეს აქვე ინახება. 
lტაძრის კედელზე 265 პაპის სურათია, მოქმედი ბენედიქტ მე16ის შემდეგ ცარიელი ადგილებია დატოვებული, ლეგენდის მიხედვით როდესაც ამ კედელზე პაპების სურათებისთვის განკუთვნილი ჩარჩოები ამოიიწურება, სამყაროს დასასრულია ნაწინასწარმეტყველები. ასეთი ადგილი ჯერჯერობით 27 დარჩა.. 

მიქელანჯელო ბუანაროტი


lმე15 საუკუნის მიჯნაზე აღორძინების ხელოვნებამ იტალიაში უმაღლეს მწვერვალს მიაღწია.
lსწორედ ამ ეპოქამ შუა რენესანსის ,,ტიტანები_ასე უწოდებენ ამ დროს მოღვაწე სამ უდიდეს მხატვარს: ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი და მიქელანჯელო.
მიქელანჯელო მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული,ის გახლდათ მოქანდაკე, არქიტექტორი, პოეტი და .. მაგრამ მისი შემოქმედების მთავარი გმირი ყოველთვის ადამიანი, მისი გმირობა , განცდები და ტრაგედია იყო.

lსიტყვა რენესანსი ფრანგული წარმოშობისაა და ნიშნავს ,,აღორძინებას,,ხელმეორედ დაბადებას”მასში ანტიკური ხელოვნების ტრადიციებისა და იდიალების აღორძინება იგულისხმება. შუა საუკუნეების მანძილზე ეპოქამ ეს დიადი კულტურული მემკვიდრეობა თითქოს მიივიწყა.  ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში ანტიკური ტაძრები და ქანდაკებები ულმობლად ნადგურდებოდა. ახალი რელიგია შეუბრალებლად ებრძოდა ძველს,მაგრამ მე15 საუკუნეში მდგომარეობა შეიცვალა, მოდაში შემოვიდა ანტიკური მედლების, მონეტების, კერამიკისა და ქანდაკებების შეგროვება.
lრენესანსის კულტურის გავრცელების საფუძველი ჰუმანისტური ფილოსოფია იყო, რომელიც მე14 საუკუნეში წარმოიშვა და ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. ამ მოძღვრების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება პიროვნულ განვითარებაზე, თვითრეალიზაციაზე, პიროვნულ თავისუფლებაზე.